Nini Badurashvili "ფსოუს წყალი [Psou's Water]" Слова пісні

Переклад:en

ფსოუს წყალი [Psou's Water]

ეს სისხლი, ეს ცრემლიც, ეს ძაძაც დრო სუფთა,დროს სურდა დროებით, ძმათა გზის არევა,ვით დაჭრილ ირმის გუნდს, გულს ისევ მოსწყურდა,მამულის საზღვარზე ფსოუს წყლის დალევა,ვით დაჭრილ ირმის გუნდს, გულს ისევ მოსწყურდა,მამულის საზღვარზე ფსოუს წყლის დალევა.

ვუმღეროთ სამშობლოს ძლიერს და ერთიანს,გვიყვარდეს ერთურთი, ეს ყველას ვალია,დალიეთ, შვილები მადლობას გეტყვიან,დალიეთ გმირებო, ეს ფსოუს წყალია.

მშვიდობის მაცნეთა ცა ხმლებით გახაზეს,დარდის და ცრემლისთვის დროს აღარ სცალია,

დალიეთ, მშვიდობა ვუსურვოთ აფხაზეთს,დალიეთ გმირებო ეს ფსოუს წყალია.[x2]

წავიდა, განქარდა დღეები საზარი,და იტყვის, რაც მოხდა, ვისი რა ბრალია,დალიეთ, სიყვარულს არა აქვს საზღვარი,დალიეთ გმირებო ეს ჩვენი წყალია.

ვუმღეროთ სამშობლოს ძლიერს და ერთიანს,გვიყვარდეს ერთურთი, ეს ყველას ვალია,დალიეთ, შვილები მადლობას გეტყვიან,დალიეთ გმირებო ეს ფსოუს წყალია.

Тут можна знайти слова пісні ფსოუს წყალი [Psou's Water] Nini Badurashvili. Чи текст вірша ფსოუს წყალი [Psou's Water]. Nini Badurashvili ფსოუს წყალი [Psou's Water] текст. Також може бути відомо під назвою ფსოუს წყალი Psous Water (Nini Badurashvili) текст.