Nini Badurashvili "მითხარ სად გეძებო" lírica

Traducción al: FR

რას-რას-რას

მე წმინდა სიყვარულს სულ გეფიცებოდი,
უშენოდ ვერ ვძლებდი, როცა გშორდებოდი,
გახსოვს, რომ სიყვარულს შენც მეფიცებოდი,
შენც ხომ ვერა სძლებდი, როცა გშორდებოდი,

სულ შენზე ვფიქრობდი, სულ მენატრებოდი,
მე შენს სიყვარულში ვიწვოდი, ვდნებოდი,
შენც ჩემზე ფიქრობდი, შენც გენატრებოდი,
ორივე ვიწვოდით, ორივე ვდნებოდით.

მისამღერი:
მითხარ სად, სად, სად გეძებო?
მითხარ სად, სად, სად, სადა ხარ?
მითხარ რად, რად, რად მაწვალებ?
უგულო რად, რად, რადა ხარ? ჰეეეი

არ ვიცი, ღრუბელმა რად ჩამოგვიარა,
რატომ გაგვიჩინა ორივეს იარა,
ბედმა რად გვარგუნა ეს მწარე ფიალა,
ორივე სიმწარეს რად გვაზიარა?

დაბრუნდი, რომ მერე არ იყოს გვიანა,
იქნებ განიკურნოს ჩვენს გულში იარა,
სულ სიტკბო შეგვესვას, სიმწარე კი არა,
ტკბილით შეგვეცვალოს ეს მწარე ფიალა.

მისამღერი:
მითხარ სად, სად, სად გეძებო?
მითხარ სად, სად,სად, სადა ხარ?
მითხარ რად, რად, რად მაწვალებ?
უგულო რად, რად, რადა ხარ? [3]